http://www.zoofirma.ru/
     


რადიოლოგიურ განყოფილებაში დგას 16 შრიანი, „TOSHIBA”-ს  ფირმის კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი.  აპარატს დღეისათვის მთელს ქალაქში საუკეთესო გამოსახულება აქვს. მისით პრაქტიკულად ყველა ორგანოს კომპიუტერული ტომოგრაფიის გაკეთებაა შესაძლებელი.

მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი 8 შრიანია და არის ღია ტიპის. იგი ნებისმიერი წონის ადამიანზეა გათვლილი და იმის გამო, რომ არ არის დახურული, კლაუსტროფობიის მქონე ადამიანებსაც თავისუფლად შეუძლიათ მისით სარგებლობა.

ამავდროულად, კლინიკას აქვს  რენტგენის აპარატი, რომლითაც კეთდება ყველა ორგანოს რენტგენოლოგიური გამოკვლევა და აგრეთვე მამოგრაფი, რომელიც საშუალებას იძლევა ჩატარდეს როგორც სკრინინგული ასევე ოპერაციული ჩარევები. 

რადიოლოგიური განყოფილება აღჭურვილია ციფრული მობილური რენტგენოლოგიური სისტემით, რაც საშუალებას იძლევა პირდაპირ ოპერაციისას გაკეთდეს რენტგენოლოგიური კვლევები. განყოფილებაში შედის ულტრაბგერითი აპარატებიც. დგას 4 აპარატი, მათგან ერთი არის სრული კარდიოლოგიური სისტემა, რომელიც ემსახურება როგორც უფროსებს, ასევე პატარებსაც.  ორი მათგანით - „ლოჯიკ 9“ 3D, 4D დანადგარებით,  ნებისმიერი ორგანოს ულტრაბგერითი გამოკვლევა ტარდება. 

ულტრათანამედროვე სამეანო-გინეკოლოგიური დანადგარი (Voluson E8), 2014 წელს გამოვიდა გაყიდვაში და სხვა, უახლესი ან უკეთესი აპარატი ჯერ არ შექმნილა. ეს აპარატი ნაყოფისა და ახალშობილების სრული გამოკვლევის საშუალებას იძლევა და აგრეთვე შესაძლებელია მუცლადყოფნის დროს ბავშვებისთვის ფერადი სურათების გადაღება.

კლინიკა „ბომონდის“ რადიოლოგიური განყოფილება დასავლეთ საქართველოში ყველაზე თანამედროვე და ხარისხიანი დანადგარებითაა აღჭურვილი.

სიახლეების გამოწერა

სოც. ქსელი